ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელებმა მინისტრთა კაბინეტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კომპანიის მიერ განხორციელებული კვარტალური ანგარი გააცნეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელმა პირებმა, მთავრობის კაბინეტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კომპანიის მიერ განხორციელებული კვარტლური ანგარიში წარუდგინეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა, იმერეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა, რეგიონში გარემოს დაცვითი მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს.
სტუმრებმა, „ნოფის“ ტერიტორიაზე, ახალი სარკინიგზო ხაზი, საწყობი, კომპანიის მიერ რეკულტივირებული ტერიტორიები, ასევე, ჭიათურის დასუფთავების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა მოინახულეს.
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ბოლო 3 თვის განმავლობაში შემდეგი პროექტები განახორციელა:
ახლახანს დასრულდა ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის განხორციელება.
„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში სარკინიგზო საწყობი, საავტომობილო სასწორი და ავტომობილებისთვის ერთი სამრეცხაო მოაწყო. აშენდა ორი პარალელური რკინიგზის ხაზიც, რათა მან შეუფერხებლად იმუშაოს. აიგო ბეტონის მოედანი, ერთი საგუშაგო, ორი მესასწორის ოთახი და ლაბორატორია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა დამცავი კედლების ასაგებად;.
“ჯორჯიან მანგანეზმა“ გადამზიდი ვაგონების დასატვირთად, რკინიგზის ბაქანის მშენებლობაც უზრუნველყო. ტვირთი რკინიგზის საწყობში დასაწყობდება, საიდანაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ვაგონებით გადაიზიდება.
კომპანიამ, ჭიათურაში, პეროქსიდული მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მადნის დამშვები და მიმღები მოედნის მშენებლობაც განახორციელა.
საბადოებიდან მოპოვებული მანგანუმის შემცველი მადნები სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე აკუმულირდება და ახალ გამამდიდრებელ ფაბრიკას რკინიგზის საშუალებით მიეწოდება.
„ჯორჯიან მანგანეზმა“, ჭიათურაში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად დასუფთავების პროექტი დაიწყო და ღონისძიებებს ყოველდღიურად ახორციელებს.
1 სექტემბრიდან, ქალაქის ტერიტორიაზე, მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდა.
ყველა საკვანძო ტერიტორიაზე, სადაც მანგანუმის მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები გადაადგილდება, 8 ავტოსამრეცხაო (ე.წ. კერხერები) მოეწყო.
“ჯორჯიან მანგანეზმა” ქუჩების მექანიკური დაგვისა და გადამრეცხი 8 სპეციალური ავტომანქანა შეიძინა. სპეცტექნიკა ჭიათურისა და ზესტაფონის ქუჩების ყოველდღიური დასუფთავებისთვის არის განკუთვნილი.
2019 წელს, “ჯორჯიან მანგანეზმა“ რეკულტივაციის სამუშაოები შემდეგ ტერიტორიებზე ჩაატარა:
სოფელი რგანი, „27-ე“ კარიერი – 8.61 ჰა ფართობის ტერიტორია;
სოფელი ზედა რგანი, „კავთელაძეები 2“-ის კარიერი – 4.21 ჰა ფართობის ტერიტორია;
სოფელი ზედა რგანი, „საშევარდნოს კარიერი“ – 6.91 ჰა ფართობის ტერიტორია;
სოფელი მღვიმევი, „ჩაიების კარიერი“ – 5.64 ჰა ფართობის ტერიტორია.
2019 წლამდე კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს, როგორც ტექნიკური, ასევე ბიოლოგიური რეკულტივაცია 6 ჰა ფართობზე.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს აღნიშნული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის პროცესი.
წლის ბოლომდე, ჭიათურაში 50 ჰა ფართობის რეკულტივაცია იგეგმება.
ბოლო 3 თვის განმავლობაში, „ჯორჯიან მანგანეზმა“ დასაქმებულების ხელფასი უკვე გაზარდა 25%-ით.
შეიცვალა კვების კომპანია, რაციონთან დაკავშირებით მიმდინარეობს დასაქმებულთა აზრის მუდმივი მონიტორინგი.
„ჯორჯიან მანგანეზმა“ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, ჭიათურაში ახალი ამბულატორიის მშენებლობა დაიწყო.
კომპანიამ გაარემონტა # 1 საჯარო სკოლა, ასევე მონაწილეობა მიიღო რგანის სკოლის სარემონტო სამუშაოებში და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები