ოზურგეთში „მეწარმე ქალთა ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართა
ოზურგეთში „მეწარმე ქალთა ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართა.
მასში ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან 50-ზე მეტი მეწარმე ქალი მონაწილეობდა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, ეს არის ჩაის წარმოება, თხილის წარმოება, თაფლის წარმოება, კენკრის წარმოება, სამკერვალო, საცხობი, სილამაზის სალონი და სხვა.
ფორუმზე გამომსვლელმა ქალებმა თავიანთი ბიზნესის შესახებ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია გააცნეს .
ფორუმის მიზანი ქალი მეწარმეების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა გახლავთ, მუნიციპალიტეტის და რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაში. ფორუმში მონაწილეობდნენ ქალ მეწარმეთა მხარდამჭერი პროგრამების წარმომადგენლები: • სააგენტო “აწარმოე საქართველოში;“ • “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო;“ • UNDP-ის პროექტი “რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში;“ • “საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;“ • “აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია;“
„მეწარმე ქალთა ეკონომიკური ფორუმი“ უკვე მეორედ ჩატარდა.