ბრიტანეთის ელჩი დაბა ნასაკირალის მოსახლეობას შეხვდა
პროექტი „ბრიტანეთი-საქართველო 2019ის” “მოძრავი საელჩო” დაბა ნასაკირალის სკოლასთან იმყოფებოდა და მოსწავლეებს ბრიტანეთის უფრო ახლოს გაცნობის მიზნით, ინფორმაცია გააცნო.
დიდი ბრიტანეთის ელჩის, ჯასტინ მაკკენზი სიტის თქმით, შეხვედრა მიზნად ისახავს აღმოაჩინონ სიახლე უკვე ნაცნობი ბრიტანეთის შესახებ.
„ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. ეს შეხვედრა მიზნად ისახავს აღმოაჩინონ სიახლე უკვე ნაცნობი ბრიტანეთის შესახებ. ეს მოძრავი საელჩო გულისხმობს რეგიონებში საელჩოს საქმიანობის გაცნობას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის“- განაცხადა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.
“მივესალმები დიდი ბრიტანეთის საელჩოს ჩართულობას და მის აქტივობებს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა და სკოლის მოსწავლე არის ჩართული ამ აქტივობაში. ბრიტანეთის საელჩოს მოწვევა, მოსახლეობის თხოვნა იყო და ჩვენ გავითვალისწინეთ მათი აზრი“- აღნიშნა გურის გუბერნატორმა ზურა ნასარაიამ.