ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

ახალციხის ციხის ციტადელზე „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა.

ღონისძიებას რეგიონში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციები, საგანმანათლებლო ინსტიტუტები და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ.

არასამთავრობოებმა მათი ორგანიზაციების პრეზენტაცია მოაწყეს.

ფორუმს ესწრებოდა პრემიერ-მინისტრს დაქვემდებარებული, ახალშექმნილი ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი.

რევაზ ჩარკვიანმა ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით მუშაობისას არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

უწყების მთავარი მიზანია, მთავრობის ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავება და კოორდინაცია.

ფორუმი ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაციას, რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარებას და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.

ფორუმი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision საქართველოსთან ერთად გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები