გორში, რკინის საამქროში მუშაობისას მამაკაცმა ყურის ნაწილი დაკარგა
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, რკინის ერთ-ერთ საამქროში, 60 წლამდე მამაკაცმა მუშაობისას ყური დაიზიანა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მას მოულოდნელად ღილაკზე ხელი მოუხვდა, რის შედეგადაც დანადგარი ჩაირთო და მამაკაცს ყური დაუზიანდა.
ამ დროისთვის დაშავებული სამედიცინო ცენტრ “გორმედშია“გადაყვანილი .
როგორც სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურში “რეგიონალურ კვირას” განუცხადეს, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება , თუმცა მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
“შემოყვანილია პაციენტი მძიმე დაზიანებებით , აღენიშნება თავის ტვინის შერყევა , მიღებული ტრავმის შედეგად ყურის გარკვეული ნაწილის ამპუტაცია აუცილებელი გახდა. მოყვანისთანავე ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება და პაციენტი ამ დრომდე სტაციონარში რჩება“ – განაცხადეს “გორმედის” პრესსამსახურში.