რაზმაძეებმა კუთვნილი “ლელოს” კოტეჯი გუგუტიანთკარიდან თავად ჩამოიტანეს
ამ წუთებში რაზმაძეების ოჯახი პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” მიერ, მათთვის გადაცემულ კოტეჯს, რომელიც გორის ერთ-ერთი სკოლის ეზოდან თავადვე ჩამოიტანეს, დროებით ასაწყობებს.
როგორც ლევან რაზმაძემ “რეგიონალურ კვირას” განუცხადა, კოტეჯს დროებით გორში, წმინდაწყლის დასახლებაში განათავსებენ.
“ჩამოვიტანე კოტეჯი, ახლა ვცლით და დროებით აქ იქნება. შემდეგ დავიწყებ მიწის ნაკვეთის მოძიებას ჩვენს სოფელში და იქ გადავიტან. მე მადლობის მეტი არავისთან არაფერი მეთქმის. მადლობა მთავრობასაც და “ლელოსაც” რომ ამხელა ყურადღება გამოავლინეს და ჩემი ოჯახის ტკივილი გულთან ახლოს მიიტანეს” – განაცხადა ლევან რაზმაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხის კოტეჯი, რომლის გადაცემასაც გუგუტიანთკარელ რაზმაძეებს მოძრაობა “ლელო” საჩუქრად თვენახევრის წინ დაპირდა, სამი დღე გორის ერთ-ერთი სკოლის ეზოში იყო დასაწყობებული. დღეს კი რაზმაძეებმა კოტეჯს თავად ჩააკითხეს და წმინდაწყლის დასახლებაში ჩამოიტანეს.
ფოტო – გიორგი შარიმანაშვილი