ბათუმში, რეკრეაციულ ზონაში 15 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა იწყება

ძველ ბათუმში, ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაზე ორი ორსართულიანი სახლის დემონტაჟი იგეგმება. სანაცვლოდ კი ტერიტორიაზე 15 მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება.

არსებული უძველესი ნაგებობები კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა, თუმცა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მის ნაცვლად სასტუმროს აშენების ნებართვა მაინც გასცა. ტერიტორია უკვე შემოღობილია.

საზოგადოება ,,ბათომმა“ 2019 წელს ბათუმის მერს წერილობით მიმართა, სადაც სთხოვდნენ, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი არ მოეწერა, რადგან მიიჩნევენ, რომ რეკრეაციულ ზონაში მაღლივი შენობების მშენებლობის დაწყება დაუშვებელია, თუმცა მერიაში თავს იმით იმართლებენ იმით, რომ სასამართლოს ვალდებულებით სასტუმროს მშენებლობის ნებართვა აგვისტოში გაიცა.

უწყებაში ამბობენ, რომ კომპანიას შეუძლია წარადგინოს 15 მეტრიანი შენობის პროექტი ძველ ბათუმში თუმცა ე.წ ,,ზონალურ საბჭოსა“ და არქიტექტურის სამსახურს შეუძლია მიიჩნიოს, რომ ეს შენობა არ შეესაბამება ტერიტორიას სადაც მშენებლობაა დაგეგმილი.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ კანონი არ კრძალავს მაღლივი ნაგებობის არსებობას, იმ შემთხვევაში, თუ მის გასწვრივ მსგავსი შენობა-ნაგებობები უკვე არსებობს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 თებერვალს ზონალური საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი 10 საკითხიდან სამმა მესამე სექტორის უკმაყოფილება გამოიწვია.

სხდომაზე ხმაური სწორედ ჟორდანიასა და მაზნიაშვილის კვეთაზე მაღალსართულიანი სახლის შესაძლო მშენებლობამ გამოიწვია. მხარეებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები