კახეთში, საგარეჯოში, 67 წლის მამაკაცმა 71 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს 20 წლის წინ გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ.
როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.