პროექტის „ ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ გაცნობის მიზნით რეგიონებში შეხვედრები იწყება
„საპარტნიორო ფონდი“, „ სტარტაპ საქართველო „ და „USAID –Zrda“ ერთობლივი პროექტის „ ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ გაცნობის მიზნით რეგიონებში შეხვედრებს იწყებს .
ინოვაციური ბიზნესის დაფინანსების მოდელის პრეზენტაცია გორში გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია “სტარტაპ საქართველოს” ხელმძღვანელმა გიორგი ლომიძემ და „USAID –Zrda“-ს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სპეციალისტმა საბა რამიშვილმა მიაწოდეს. პროექტის ფარგლებში დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ ე. წ სასაზღვრო ზოლის მიმდებარე 106 სოფელში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესი წამოიწყონ , რაც საოკუპაციო ხაზის სოფლებში ინვესტირებას , ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს . USAID -მა აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად 500 000აშშ დოლარს გამოყოფს , რომლითაც “სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებულები გამოვლინდებიან “- განაცხადა “სტარტაპ საქართველოს” ხელმძღვანელმა გიორგი ლომიძემ.
„ მე პირადად ხურვალეთიდან ვარ . ამ პროექტის ფარგლებში ე. წ საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობას ეძლევათ საშუალება , რომ შექმნან საკუთარი მიკრო და საშუალო ბიზნესი. მაქვს რამდენიმე იდეა , რომელსაც აუცილებლად შემოვიტან და გავხდები ბენეფიციარი. პროექტი “ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ ხელს შეუწყობს კონფლიქტურ რეგიონებში მეტი ინვესტიციის მოზიდვას”- განაცხადა შეხვედრის მონაწილემ გიორგი ხუროშვილმა.