“ევროპის სპორტის კვირეული” კასპში
23-30 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით “ევროპის სპორტის კვირეული” მიმდინარეობდა.
„ევროპის სპორტის კვირეული” სპორტული სახის ღონისძიებაა და ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში მასობრივი სპორტული ღონისძიებების და აქტივობების მოწყობას ითვალისწინებდა.
,,კასპის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად ჩაერთო ღონისძიებაში, რომელიც საქართველოში მეორედ გაიმართა. „ევროპის სპორტის კვირეული” კასპში სპორტის ხუთ სახეობაში ჩატარდა: კალათბურთი, მინი ფეხბურთი, თავისუფალი ჭიდაობა, შაში და ტენისი და მასში 265 მონაწილე იყო ჩართული. კვირეულში ვაჟებთან ერთად, გოგონებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ საჩუქრებითა და სიგელებით. ღონისძიებას უძღვებოდა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური.” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.