რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი ტურისტულ ჰაბად იქცა – ორი წარმატებული მეწარმის ისტორია (ვიდეო)

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი ტურისტულ ჰაბად იქცა. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. გადასახედი მოეწყო ცაგერის რაიონში, სოფელ ორბელთან და ღვირიშის ჩანჩქერთან. შეიქმნა მურის ციხეების დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკების ქსელი. აშენდა ხვამლის მთასთან, სოფელ მრავალძალთან და ღებთან მისასვლელი გზები. სხვადასხვა მიმართულებით სწორად დაგეგმილმა პროექტებმა ხელი შეუწყო ბიზნესის განვითარებას. ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეგიონში ათობით საზოგადოებრივი კვების ობიექტი და 70-მდე საოჯახო სასტუმრო აშენდა. ახალი ტურისტულად მიმზიდველი ობიექტები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ წარმატებულ მეწარმეებთან ერთად მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები