ლევან რაზმაძე “ლელოს” კოტეჯის ჩამოსატანად სოფელ გუგუტიანთკარში მიდის
გუგუტიანთკარელი გივი რაზმაძე პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” დაპირებული კოტეჯის გადაცემას ამ დრომდე ელოდებოდა, თუმცა უშედეგოდ.
როგორც ლევან რაზმაძემ “რეგიონულ კვირასთან” საუბარში აღნიშნა, ამ წუთებში ის სოფელ გუგუტიანთკარში კოტეჯის ჩამოსატანად მიდის.
თავად პოლიტიკური მოძრაობა ,,ლელოს” პრესსამსახურში უკვე მეორე დღეა ჩვენს სატელეფენო ზარებს არ პასუხობენ.
“ამ წუთებში მივდივარ გუგუტიანთკარში კოტეჯის ჩამოსატანად . დროებით აქ დავასაწყობებ, სადაც ახლა ჩემი ოჯახია. მიწის ნაკვეთს რომ მოვნახავ მერე იქ ჩავდგამ”, – განაცხადა ლევან რაზმაძემ.
შეგახსენებთ, ხის კოტეჯი, რომელიც გუგუტიანთკარელ რაზმაძეებს მოძრაობა “ლელო” საჩუქრად გადაცემას თვენახევრის წინ დაპირდა, უკვე მესამე დღეა გორის ერთ-ერთი სკოლის ეზოშია დასაწყობებული. რაზმაძეებს სურთ, რომ კოტეჯი გადასცენ და მათ საკუთარი სურვილისამებრ იმ ადგილას დადგან, სადაც შეძლებენ. “ლელოს” კი კოტეჯის დადგმა პრინციპულად, გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფელში სურს. სწორედ ამიტომ, უკვე რამდენიმე დღეა ვერ მოხერხდა შეთანხმება რაზმაძეების ოჯახსა და მოძრაობას შორის.