გორში „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ გაიმართება

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო, 5 და 6 ოქტომბერს წარმოგიდგენთ „ევროპის მემკვიდრეობის დღეებს“.

სააგენტოს ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.

,,5 ოქტომბერს, ა.ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა- „ევროპის ქვეყნების ღირსშესანიშნაობები“. გამოფენა გაიხსნება 12:00საათზე და გაგრძელდება 17:00საათამდე. 5 ოქტომბერი, 17:00 სთ. სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა კონცერტი, სადაც შესრულდება ევროპელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. 6 ოქტომბერი, 12:00 სთ. კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, კულტურის განყოფილება წარმოგვიდგენს თოჯინების თეატრს ,,წითელქუდა” – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები