სოფელ ხურვალეთში ხანძარი გაჩნდა

გორის მუნიციპალიტეტის  სოფელ ხურვალეთში, ე.წ სასაზღვრო ზოლის მიჯნაზე, დეფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა.

როგორც ,,კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოში განუცხადეს, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა, რამაც ხანძრის კერები გამოიწვია.

“ხანძარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იყო. ე. წ ადმინისტრაციულ საზღვართან ცეცხლის კერები სავარაუდოდ ხმელი ბალახიდან უნდა გაჩენილიყო. ჩვენთვის უცნობია რა მოცულობის მიწის ფართობზე გავრცელდა ცეცხლის არეალი და რა ოდენობის კერები არსებობდა.” განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები