სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლიდან კომპიუტერები მოიპარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლიდან კომპიუტერები მოიპარეს.
ფხვენისის სკოლის დირექტორის ინფორმაციით, წაღებულია 6 ცალი კომპიუტერი და ასევე პირველკლასელი მოსწავლის ბუკი .
,, ფხვენისის სკოლის დირექტორმა მოგვააწოდა ინფორმაცია, რომ წაღებულია 6 ცალი კომპიუტერი და ერთი პირველკლასელი მოსწავლის ბუკი . როგორც ჩანს მძარცველები ფანჯრიდან, შენობის უკანა მხრიდან შევიდნენ , რადგან სკოლის წინა მხარე კამერებითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია , რომ მძარცველებს გატანილი ჰქონდათ ორი პროექტორიც ,რომლებიც ყუთიდან ამოღებულ მდგომარეობაში ფანჯრის ქვეშ ეყარა” – განაცხადა გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 177 მუხლის მე – 2 ნაწილით მიმდინარეობს.