ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 100-მდე მასწავლებელმა ფულადი ჯილდოთი ისარგებლა

საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს მასწავლებელთა ფულადი ანაზღაურებისთვის რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 100- მდე პედაგოგმა სურვილი გამოთქვა , რომ ფულადი ჯილდო მიიღოს.

მასწავლებლები პრემიას ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ. თუმცა, სკოლაში მუშაობას, საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, 2019 წლის 31 დეკემბრამდე შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო ასაკის პედაგოგები, რომლებიც ნებაყოფლობით დატოვებენ განათლების სისტემას, მიიღებენ ფულად ჯილდოს ორი წლის ჯამური ხელფასის ოდენობით ერთიანად.

მათ ასევე ეძლევათ ნებაყოფლობითი არჩევანის პრივილეგია სამუშაოს გასაგრძელებლად, მაგრამ მათ უნდა აიმაღლონ სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დროებით თანამშრომლებად  ჩაითვლებიან და მათი ადგილი თავისუფალი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები