ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად თენიეშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც თენიაშვილმა “კვირას” განუცხადა, იგი კომისიების მართვის სამსახურში გადავიდა.
“იყო შემოთავაზება, მე გადავედი საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილებაში. კოორდინაციას გავუწევ და ხელს შევუწყობ საკურატორო ზონაში: ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი, ქობულეთის საოლქო-საარჩევნო კომისიების მუშაობას”,-განაცხადა ზვიად თენიეშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის თენიეშვილს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
ზვიად თენიეშვილი ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები