სამეგრელო-ზემო სვანეთის ,,DMO”-ს აღმასრულებელ დირექტორად ლევან წულაია დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) აღმასრულებელ დირექტორად ლევან წულაია დაინიშნა.

ლევან წულაია აქამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

წულაიამ 2000 წელს დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია და ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2005 წელს დაამთავრა და მიიღო მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომი. 2005 წელსვე გაიარა სტაჟირება იუსტიციის სამინისტროში. 2006-2009 წლებში მუშაობდა თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალის საკრედიტო განყოფილებაში. 2009-2012 წლებში იყო იურიდიული ფირმა “ბლექ ენდ ვაითის” დირექტორი. 2012 წლიდან ა(ა)იპ “მომავალი დღეს” გამგეობის თავმჯდომარე. იმავე წლის ბოლოდან კი ა(ა)იპ “საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი”-ს იურიდიული განყოფილების უფროსი. 2013-2015 წლებში ლევან წულაიამ წარმატებით გაიარა ლოზანის უნივერსიტეტის (შვეიცარია) საერთაშორისო და ევროპული ეკონომიკური და ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა. 2015- 2018 წლებში მუშაობდა კერძო ბიზნეში საკონსულტაციო საწარმოო და ოჯახური სასტუმროების მიმართულებით.

2018 წლის სექტემბრიდან იყო სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის კონსულტანტი საჯარო მმართველობის საკითხებში.

ცნობისთვის, აპარატის უფროსის თანამდებობა ამ ეტაპზე ვაკანტურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები