სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი სატყეო სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდა

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან და მოსახლეობისთვის საჭირო საშეშე მერქნის გამოყენებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, რეგიონალური სატყეო სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდა.

ღია შეხვედრების დროს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყუდაბელში, ორგორაში, ძველში და ჭობარეთში მოსახლეობამ მხარის რწმუნებულს, საშეშე მერქნის გამოყოფასთან დაკავშირებით, დახმარება სთხოვა.

რწმუნებულის მიერ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმ ტერიტორიების გამოყოფაზე იმსჯელეს, სადაც ადვილად მოხდება აღნიშნული სოფლების მოსახლეობისთვის შეშის გამოტანა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები