“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 40 000 ლარი გამოიყო
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.
ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სულ 40 000 ლარი გამოიყო.
მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო შეირჩა, კერძოდ:
დიდი ინჩხური – გარე განათების მოწყობა;
ლებაჩე – გარე განათების მოწყობა;
ლებაჩე – ცხაურის მოწყობა;
ლებაჩე– ცხაურის მოწყობა;
ლებაჩე – ცხაურის მოწყობა;
პატარა ინჩხური – გარე განათების მოწყობა.
ამ ეტაპზე ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო დასრულებულია.