კარალეთში მგელმა ვირი დაგლიჯა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მგელმა ადგილობრივის ვირი დაგლიჯა.
კარალეთის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის, იოსებ ჩალაურის განცხადებით, შინაურის ცხოველების დაგლეჯის ფაქტი პირველი შემთხვევა არაა.

“ეს სოფლები აძვის ტყის სიახლოვესაა, საიდანაც ღამ-ღამობით მტაცებელი ცხოველები სოფლებში ჩამოდიან. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა. წინა ორი პატარა გარეჯვარში მოხდა. გუშინ კი კარალეთში ერთ-ერთ ოჯახს მგელმა ვირი დაუგლიჯა. ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ რამე სახის ბერკეტს,რომ ადგილობრივებს აღნიშნული პრობლემა გადავუჭრათ”  – განაცხადა იოსებ ჩალაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები