ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანონიმური, მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს
ქუთაისში, წმინდა ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანონიმური, მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, შეტყობინებები სოციალური ქსელით facebook user-ის სახელით არის გამოგზავნილი. შეტყობინებებში წერია, რომ გამომგზავნა ადრესატების შესახებ ყველაფერი იცის და მათ აკონტროლებს.
“კვირა” ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. მაია ცქიტიშვილის თქმით, სკოლის დირექციის მხრიდან, მიღებულია შესაბამისი ზომები და საქმეში ჩაერთო სამართალდამცავი უწყებაც.
“ნებისმიერი ფაქტი, რომელიც შეიძლება სკოლაში განხორციელდეს, რა თქმა უნდა ვიცით და საქმის კურსში ვართ. გასარკვევია ეს იყო შიდა ხუმრობა, თუ რა ხდება. ამ ეტაპზე მშობლები რომ პანიკაში არ ყოფილიყვნენ, გატარებულია ყველა ღონისძიება სკოლის დირექციის მიერ. საქმეს იძიებს ქუთაისის პოლიციის მეორე განყოფილება“-აღნიშნავს რესუსრცენტრის ხელმძღვანელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით, საქმეზე გამოძიება სსკ 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.