სოფელ კარდენახის საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დაიწყო

სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა და სწავლის პროცესი დაიწყო. სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა – არჩილ ხანდამაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ – სიმონ ქოჩორაშვილმა მიულოცეს.

კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე 322 505 ლარი დაიხარჯა, რომლის ფარგლებშიც შენობის სახურავი და ამორტიზებული იატაკები შეიცვალა, განახლდა ჭერი, გარემონტდა გარე ფასადი და კოსმეტიკური რემონტი გაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები