არჩილ ხანდამაშვილმა კარდენახში სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა, მრჩეველთან, ლერი გელენავასთან და ზედამხედველობის განყოფილების უფროსთან, რამაზ ქიტიაშვილთან ერთად, სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა.

პროექტის ფარგლებში, შენობის სახურავი და ამორტიზებული იატაკი უკვე შეიცვალა. ასევე განახლებულია მეორე სართულის ჭერი. ამჟამად კოსმეტიკური რემონტი და სხვა სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მალე დასრულდება და სწავლის პროცესიც დაიწყება. პროექტის ღირებულება 322 505 ლარს შეადგენს და სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული შპს “გუგა 2001” ასრულებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები