ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ სარგვეშში პირველი საბავშვო ბაღი გახსნეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშში საბავშვო ბაღი გაიხსნა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რიგით მეთვრამეტე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძემ, ბაღების გაერთიანების დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

სარგვეშში აქამდე საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა. სოფლის მოსახლეობამ საბავშვო ბაღის აუცილებლობის საკითხი თვითმმართველობის წინაშე არაერთხელ დააყენა. ორი წლის წინ, ხარაგაულის მერის, ნკოლოზ თოფურიძის დაპირება სარგვეშის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, დღეს რეალობად იქცა. პირველ ეტაპზე, ერთი წლის წინ, სოფელში სკოლამდელი მზაობის ჯგუფი შეიქმნა, რომლის ფუნქციონირებაშიც სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსუდან გიორგაძემ დიდი წვლილი შეიტანა. დღეს კი, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელშეწყობით სოფელს უკვე აქვს 15 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი. აღსანიშნავია, რომ სარგვეშის სკოლამდელ დაწესებულებას, ბავშვებთან მუშაობის 20 წლიანი გამოცდილების მქონე მამაკაცი – კახა ციცვიძე უხელმძღვანელებს. საბავშვო ბაღში 5 ადგილობრივი დასაქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები