ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე რუსთავის მუნიციპალიტეტს სპეციალური ჯილდო გადაეცა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე რუსთავის მუნიციპალიტეტს სპეციალური ჯილდო გადაეცა.  რუსთავის მუნიციპალიტეტმა ნომინაციაში – “წლის საუკეთესო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში“ გაიმარჯვა და საჩუქრად შესაბამისი სერთიფიკატი მიიღო.

როგორც რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ჯილდოს მიღება ნიშნავს, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საქართველოს კანონდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით არის შესრულებული.
“კონფერენციის  დასასრულს გაიმართა იმ მუნიციპალიტეტების დაჯილდოება, რომელმაც გასულ წელს საუკეთესო პრაქტიკა და ფინანსური საქმიანობა განახორციელა. რუსთავის მუნიციპალიტეტს გადაეცა ჯილდო ნომინაციაში “წლის საუკეთესო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში”, რომელიც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში შესაბამისობაში იყო იმ სტანდარტებთან და კრიტერიუმებთან, რომელიც დადგენილია, რა თქმა უნდა,  საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ნორმატიული აქტებით”, – განაცხადა ლევან კავთიაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე მუნიციპალიტეტები, გასული წლის გაწეული ფინანსური საქმიანობის მიხედვით დაჯილდოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები