გიორგი ბიწაძემ  პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა

ჭიათურაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ყველა პირველკლასელს ახალი სასწავლო წლის დაწყება კულტურის ცენტრმა, საზეიმო კონცერტით მიულოცა.

ღონისძიებას, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ბიწაძე დაესწრო. მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 400 ზე მეტი პირველკლასელი მივიდა სკოლაში.

„თქვენ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე ხართ, ის თაობა ხართ, რომელსაც მომავალში უკეთესი განათლება, პროფესიონალიზმი და პერსპექტივები გააჩნია. გისურვებთ შემართებას და წარმატებებს ჩვენი ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ“,- განაცხადა ბიწაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები