“მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019” ახალციხეშიც ჩატარდა
“მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019” დღეს ახალციხეშიც გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის “ღია კარის დღე” გაიმართა. შეხვედრას რექტორი მაკა ბერიძე წარუძღვა. მან მოსწავლეებს ყველა ის სპეციალობა გააცნო, რომელზე სწავლაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშია შესაძლებელი.
შეხვედრას ქალაქ ახალციხის, ვალისა და სოფელ ანის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა სამეცნიერო გამოფენა “ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება აგრონომიაში“ დაათვალიერეს და მემცენარეობაში ცდები ჩაატარეს.
“მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019” საქართველოს რამდენიმე რეგიონში ჩატარდა. მათ შორის, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.