ზესტაფონის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
ზესტაფონის მერმა- გიორგი გოგლიჩიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, ზესტაფონისა და რამდენიმე სოფლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს სტუმრობდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახალ სასწავლო წელს 9 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, სხვადასხვა მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები შორაპნის N40 და N41, ბოსლევის N 28, ქალაქის N1, ილემის N23, ქალაქის N8, კლდეეთის N20, დილიკაურის N31 და ქალაქის N4 საბავშვო ბაღებში განხორციელდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი, რამდენიმე საბავშვო ბაღში, მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება.