ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი განახლდა. როგორც „კვირას“ ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სწავლის დაწყება პატარებს, პედაგოგებს და მშობლებს მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შლვა მშვილდაძემ, მერიის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელ ნინო მშვილდაძესთან, ა.(ა).ი.პ. სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელ თამილა ფაიქიძესთნ და საკრებულოს დეპუტატებთნ ერთდ მიულოცეს.
2019-2020 სასწავლო წლისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში განხორციელდა ინფრასტრუქტურული სარეაბილიტაციო სამუშაოები, სამზარეულოები აღიჭურვა ტექნიკით და ჭურჭლით, ასევე ბაღებს გადაეცათ სასწავლო პროცესისთვის საჭირო რეკვიზიტები და სათმაშოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები