ბაღდათის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო ღვინის არტ ფესტივალი გაიმართება
5 ოქტომბერს ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველად საერთაშორისო ღვინის არტ ფესტივალი გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ფესტივალის დაფუძნების მიზანი ბაღდათის, როგორც ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილის დამკვიდრება და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა.
ფესტივალი ასევე ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებას, კერძო სექტორის განვითარებას და ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას.