მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი მოზარდი გარდაიცვალა
თბილისში, ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან 22 სექტემბერს გადმოვარდნილი 14 წლის გოგო გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ დაუდასტურეს.
კლინიკაში განმარტეს, რომ გოგონას მდგომარეობა მძიმე იყო და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.