კვატიაში ახალი ხიდი აშენდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან, პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან, სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძესთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს მუხრან კაკაბაძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად კვატია-ბარდნალის დამაკავშირებელი ახლად აშენებული ხიდი დაათვალიერა.
ვახტანგ ბერიძე ამის შესახებ ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.
” პროექტის ფარგლებში აშენდა 30 მ. სიგრძის ახალი ხიდი. ხიდის მშენებლობის სამუშაოები შპს „ხელვაჩაურის საგზაომ“ შეასრულა. რომლის ღირებულებამ 798900 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს აჭარის ა/რ საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ხულოს მუნიციპალიტეტისათვის 11,3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა 7,6 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე. მოეწყობა 29 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი, აშენდება 2 ახალი ხიდი და 48 ხელოვნური ნაგებობა”, -წერს ბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები