რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა ლენტეხში უხუცესებს საჩუქრები გადასცა

ღვთისმშობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ქვემო სვანეთს – ლენტეხის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ და უხუცეს ქალბატონებს ხვიჩილა მარგველანს და ბარბარე ხაბულიანს, რომლებსაც 98 წელი შეუსრულდათ, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, გიორგი მაქარაშვილმა “კვირას” განუცხადა, მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
“მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ინიციატივით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ორ უხუცეს ქალბატონს მივულოცეთ ღვთისმშობლობა. მათ საჩუქრები გადავეცით. ხშირია ჩვენგან ამ სახის და გაგრძელდება, რა თქმა უნდა, რადგან ვცდილობთ ჩვენს მოსახლეობაზე ვიზრუნოთ, გავარკვიოთ რა საჭიროებები აქვთ და მაქსიმალურად დავეხმაროთ”,- განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა.

ერთ-ერთი უხუცესის, ხვიჩილა მარგველანის შვილმა, მაია მარგველანმა “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მოხუცებისთვის მცირედი ყურადღებაც სასიამოვნოა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა.
“ძალიან გაგვეხარდა ,ეს არის მოხუცების დაფასება, ამ ასაკის ადამიანები ისედაც მცირენი არიან დარჩენილნი,კარგია ეს ყურადღება რომ გამოიჩინეს,უღრმესი მადლობა ყველას-დეპუტატ გოჩა ენუქიძეს ,გუბერნატორს და ყველას, ვინც დედაჩემი დღეს დააფასა”,- აღნიშნა მაია მარგველანმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები