კახეთში რთველი შეუფერხებლად გრძელდება

23 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 123 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 80 ათასი ტონა რქაწითელი, 36 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
როგორც “კვირას” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს,14 ათასამდე მევენახემ სხვადასხვა ღვინის საწარმოს უკვე ჩააბარა მოსავალი.
ყურძნის დღეღამური გადამუშავება კვლავ 10-12 ათასი ტონის ფარგლებში რჩება, რაც რთველის პროცესის პიკურ ეტაპზე მიუთითებს.
რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 288 კომპანია, მათგან 172 უკვე ჩართული იყო რთველის პროცესში.
წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები