ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში სანიაღვრე არხებისა და წყალგამტარების მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან აღნიშნული მიმართულებით 200, 125 ლარია გათვალისწინებული.