ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მხატვარი “ფორსაჟი 9-ის” გადამღებ ჯგუფში აიყვანეს

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მხატვარი ილია საჯაია “ფორსაჟი 9-ის” გადამღებ ჯგუფში აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეატრის “ფეისბუქის” გვერდი ავრცელებს.

ჰცნობისთვის, ოლივუდის ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები თბილისში მიმდინარეობს.  “ფორსაჟი” ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმია. თბილისში მასიურ სარბოლო სცენებს იღებენ, რის გამოც თბილისსა და რუსთავში პერიოდულად გადაიკეტა რამდენიმე ქუჩა. გადაღებები 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები