ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში – დაშავებულია ორი ადამიანი
ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც „კვირას“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე ქალბატონი და ერთ-ერთ ავტომობილში მჯდომი მგზავრი დაშავდნენ. ორივე დაზარალებული ამ დროისთვის ფოთის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.
მედიკოსების განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
მოხმდარის გამო, აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო.