ალექსანდრე მოწერელია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან და სოფლის მეურნეობის შესაბამისი დეპარტამენტის უფროსთან ერთად შეხვდა.

როგორც “კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, იაპონელი ექსპერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობას ადგილზე გაეცნობიან და მათ საჭიროებებს შეისწავლიან. ვიზიტის დასრულების შემდეგ შესაბამისი რეკომენდაციები მომზადდება.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები