გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, მთავრობის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. მათი თქმით, მთავრობის ნებისმიერი სხდომა სამარცხვინოა, რომელსაც გახარია ესწრება.
„ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი მოთხოვნა – გადადგეს ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის ბრძანების გამცემი გიორგი გახარია. 44-ე დღეა, ვითხოვთ ამას და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი სამართლიანი და არა აგრესიული პროტესტით ჩვენს მიზანს მივაღწევთ. თუ ისინი ჩვენ არ მოგვისმენენ, ყველგან მივაკითხავთ, ყველგან – იქნება ეს მთავრობის კანცელარია, რესტორანი, ბარი, მივაკითხავთ ყველგან“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები