არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე – გარე დავალებაა, რომ როგორმე, „ლელო“-გახარია გარეცხონ და „ნაცობა“ ჩამოაშორონ, მაგრამ ამ ყველაფერს როგორ შეძლებენ, ეს წარმოუდგენელია
„რადიკალურ ოპოზიციას გარე დავალება აქვს მიღებული, რომ როგორმე, „ლელო“ და გახარია გარიცხონ და „ნაცობა“ ჩამოაშორონ, რაც წარმოუდგენელია,“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ისინი არჩევნებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, მათ არავინ არაფერს ეკითხება. როგორი დავალებაც იქნება, იმას შეასრულებენ. დავალებაა, რომ როგორმე, „ლელო“-გახარია გარიცხონ და „ნაცობა“ ჩამოაშორონ, მაგრამ ამ ყველაფერს როგორ შეძლებენ, ეს წარმოუდგენელია. ეს რომ წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ, მარცხდებიან ქართველ ხალხთან ბრძოლაში, ყველა არჩევნებზე“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ცესკო-ს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა.