ნიკა გვარამია: კითხვები, ძირითადად, საწარმო საქმიანობაზე იყო – ეს ჩემი კომპეტენცია არაა

საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენდირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვის დროს შესვენება გამოცხადდა.
​როგორც მან საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს შესვენებაზე ჟურნალისტებთან განაცხდა, მას კითხვები საწარმო საქმიანობაზე დაუსვეს, რაც, გვარამიას თქმით, მისი კომპეტენცია არ არის.
“კითხვები, ჩვეულებრივ, საწარმო საქმიანობაზე იყო, რაც, ძირითადად, არ ეხებოდა ჩემს კომპეტენციას და არის ღრმად ფინანსური. ამას მე ვერ გადავწყვეტ, რადგან წარმოდგენაც არ მაქვს ამ საკითხებზე, ამიტომ რაც ვიცოდი და რაც მახსოვდა, განვმარტე”, – განაცხდა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები