ნიკა გვარამია: სტრასბურგის სასამართლოში “რუსთავი 2-ის” საქმე მდიდარმა აზერბაიჯანელმა და პოსტსაბჭოთა მოსამართლეებმა განიხილეს

“სტრასბურგის სასამართლოში “რუსთავი2-ის” საქმე მდიდარმა აზერბაიჯანელმა და პოსტსაბჭოთა მოსამართლეებმა განიხილეს”, – ამის შესახებ “რუსთავი2-ის” ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ის მოსამართლის თანდასწრებით უნდა გამოიკითხოს.
​მისი თქმით, ზვიად კუპრავა სტრასბურგში საქმეს აუცილებლად მოიგებს, თუ იგი არ განიხილა იმავე სექციამ, რომელმაც “რუსთავი 2-ის” საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება.
“აუცილებლად მოიგებს კუპრავა და ნამდვილად პრეცედენტული გახდება ეს საქმე მთელი ევროპის მასშტაბით, თუ იგივე სექციამ არ განიხილა – მდიდარმა აზერბაიჯანელმა და სხვა პოსტსაბჭოთა მოსამართლეებით, რომელმაც – “რუსთავი2-ის” საქმე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები