თამარ ჩუგოშვილი: ნიკა გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მივიდეს და კითხვებს პასუხები გასცეს.
„მას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს. თუ მას პასუხები აქვს, პასუხები საგამოძიებო ორგანოს წარუდგინოს და მათი რეაგირება შესაბამისი იქნება. მედიის საშუალებით მსმენია, რომ ტელევიზიას გარკვეული ფინანსური დარღვევები თუ პრობლემები აქვს, მაგრამ ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ინფორმაცია არ მაქვს. განმარტება საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გააკეთონ. არ ვიცი, ტელევიზიაში რა ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი“, – დასძინა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები