საქართველოში ავიარეისების აკრძალვის ფონზე, ერევანი-მოსკოვის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა
ერევანი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43,8%-ით გაძვირდა და, ამჟამად, ორი მიმართულება 15 109 რუსული რუბლი (705 ლარი) ღირს.
ამის შესახებ TourDom.ru წერს.
ექსპერტების აზრით, ფასების მატება, დიდი ალბათობით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერებას უკავშირდება.
რუსი ტურისტები კი საქართველოში მოსახვედრად ერევნისა და ბაქოს აეროპორტებს იყენებენ, ამის შემდეგ კი ავტობუსებით მგზავრობენ.
21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა. შეზღუდვა ძალაში 8 ივლისიდან შევიდა.
ასევე, რუსულ ტუროპერატორებს საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა აქვთ აკრძალული.
როგორც რუსეთში აცხადებენ, შეზღუდვა დროებით ხასიათს ატარებს და საქართველოს მთავრობას მის აღსადგენად პირობას უყენებენ, რომ „მოხდეს რუსი ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრევენცია“.