პაატა სალია: დვალმა და აქიმიძემ ქიბარ ხალვაშის შეთავაზება მოისმინეს და პასუხს გაგვაგებინებენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორმა, პაატა სალიამ ქიბარ ხალვაშის, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მხარეებმა ბევრი საკითხი განიხილეს, თუმცა რაიმეზე შეთანხმება არ ყოფილა. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე უცნობია, საბოლოოდ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
“შეხვედრაზე ბევრ რამეზე იყო საუბარი. არ ყოფილა აქ წერილობითი შეთანხმება, არ ყოფილა რამეზე ხელი ჩამორთმეული ამ ეტაპზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, განიხილავენ ამ საკითხს. გვეტყვიან, თუ რამე კონკრეტული წინადადება ექნებათ, ამასაც იტყვიან. ილაპარაკეს, ზოგადად, ძალიან ბევრ რამეზე. ეს იყო დღეს გაჟღერებული შეთავაზება, პასუხი არ ვიცი ,რა იქნება, ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს“, – განაცხადა პაატა სალიამ.
მისივე თქმით, უსაფუძვლო ჭორია გავრცელებული იმის თაობაზე, რომ „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად დავით ნიკურაძე ინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები