ახალი „რამშტაინის“ თარიღი ცნობილია – მას პენტაგონის ხელმძღვანელიც დაესწრება
უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ორშაბათს, 21 ივლისს გაიმართება,- შესაბამისი განცხადება ნატო-ში გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი დელეგაციის გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 21 ივლისს, დიდი ბრიტანეთი და გერმანია თანათავმჯდომარეობენ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შემდეგ შეხვედრას, რომელიც “რამშტაინის” ფორმატის სახელითაა ცნობილი.
სხვა პირებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი და ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მიიღებენ.
ეს ასევე პირველი შეხვედრა იქნება უკრაინის მთავრობაში ცვლილებებისა და თავდაცვის მინისტრად დენის შმიგალის დანიშვნის შემდეგ, რომელიც რუსტემ უმეროვს ჩაანაცვლებს.