ჯარჯი აქიმიძე: ჩვენ ქიბარ ხალვაშთან არანაირი საუბარი ამ დრომდე არ გვქონია
“ჩვენ ქიბარ ხალვაშთან არანაირი საუბარი ამ დრომდე არ გვქონია”, – ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯარჯი აქიმიძემ „რუსთავი 2-ის“ ახალ მფლობელთან, ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, მათ კომუნიკაცია ჰქონდათ პაატა სალიასთან.
“ჩვენ არავის დავუბარებივართ. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა პაატა სალიასთან, რომელიც აზუსტებდა დეტალებს და ათანხმებდა შეხვედრის ადგილს და ა.შ. ასე რომ, ჩვენ ქიბარ ხალვაშთან არანაირი საუბარი ამ დრომდე არ გვქონია”, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.
“რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები – დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ამ წუთებში არხის ახალ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს ხვდებიან.