დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშს ხვდებიან
“რუსთავი2-ის” დამფუძნებლები – დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშს ხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, პაატა სალიას ინფორმაციით, შეხვედრის გადადება ჯარჯი აქიმიძემ ითხოვა.
ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დვალსა და აქიმიძესთან რა მოლაპარაკებაც ჰქონდა, არ დავიწყებია.