ოქრუაშვილის ადვოკატი: ბრალდება პატიმრობას ითხოვს მე კი 10 000-ლარიან გირაოს
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს ის კი 10 000-ლარიან გირაოს, თუმცა, მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
“ბრალდება პატიმრობას ითხოვს, რაც დასაბუთებული არ არის. ჩვენი მხრიდან პოზიცია იქნება, რომ არანაირი საფუძველი, ფაქტობრივიც და ფორმალურიც, არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. თუ მაინც გადაწყვეტს სასამართლო, რომ რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოიყენოს, შევთავაზებთ გირაოს, 10 000 ლარის ოდენობით ან პირად თავდებობას. საფუძველი იმისა, რომ პატიმრობა გამოიყენოს, არ არსებობს. არათუ პატიმრობის, საერთოდ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების”, – განაცხადა ჭაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ ასევე 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირის – გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. აღნიშნულ პირებს ბრალი ოფიციალურად გუშინ, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილს დღეს წარედგინა. ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.